ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“I’ve Got the Spirit” – „მე მაქვს პატრიოტული სულისკვეთება“
26/04/2013
 

პრესრელიზი

26 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო
 პირი:
598 72 56 69-ნათია შარიქაძე
natia@internationalspark.org

"I've Got the Spirit" - „მე მაქვს პატრიოტული სულისკვეთება"

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია The International Spark Program-ის მიერ, შაბათ-კვირას, 27-28 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში  (ალასანია),  კოსტავას 77მე-4 კორპუსი, მე-5 სართული, აუდიტორია #519) ხორციელდება ღონისძიება თემაზე მე მაქვს პატრიოტული სულისკვეთება „ - საერთაშორისო პროექტის, Global Youth Service Day-ის ფარგლებში. (http://www.gysd.org/europe)

ღონისძიების მონაწილენი არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული 50 სტუდენტი. ღონისძიება იყოფა 2 ნაწილად:

  • შაბათს, 27 აპრილს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტში, სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი/ლექცია ისტორიული ძეგლების დაცვის თაობაზე რათა ავამაღლოთ მათი ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით. მოწვეული სპიკერები არიან : საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და "ICOMOS Georgia"-ის ექსპერტები.
  • კვირას, 28 აპრილს 10:00 სთ.-ზე, სააკაძის მოედნიდან სტუდენტთა ჯგუფი გაემგზავრება არმაზში, ისტორიული ადგილის, „ბაგინეთი"-ის დასასუფთავებლად. სურვილის შემთხვევაში, თავად ვუზრუნველყოფთ, ჟურნალისტების ტრანსპორტირებას არმაზში.

ღონისძიების პარტნიორები არიან:

  • „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები"
  • „საქართველოს უნივერსიტეტი"
  • პეპსი
  • PepsiCo Gear
  • საირმის მინერალური წლები
წაკითხულია: 2572