პრესრელიზი
25/ნოემბერი/2014 - თბილისი
დაუყონებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ეკა ხიმშიაშვილი
თანამდებობა: პროექტის pr- მენეჯრი
ტელეფონი: მობ: 577750201
ელ.ფოსტა: ekanews@mail.ru
ვებგვერდი: www. ujg.ge
სოციალური ქსელები: facebook
"ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად" ახალ პროექტს ახორციელებს
ასოციაცია ,,საქართველოს საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „მოსამართლეთა სემინარები
სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად". პროექტის მიზანები და ამოცანებია მოსამართლეთა აქტიურობის წახალისება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭირვალობის გაუმჯობესების პროცესში; ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაზრდა მართლმსაჯულების სისტემაში; სასამართლოს ინსტიტუციური (გარე) და მოსამართლეთა ინდივიდუალური (შიდა) დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" ორგანიზაციული სრულყოფა და მისი საქმიანობის ეფექტურობის განვითარება. ინდივიდუალურ მოსამართლეთა უნარ-ჩვევების განვითარება მართლმსაჯულების ადმინისტრირების, სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებზე; მოსამართლეთა ინფორმირებულობა დასავლეთის ქვეყნების სასამართლო სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლო მენეჯმენტის ურთიერთმიმართებისა და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის ისტორიული პერიპეტიებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო ვიზიტები გერმანიაში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში, სადაც ქართველი მოსამართლეები შეხვდებიან მოსამართლეებს, გაეცნობიან სხვადასხვა სასამართლოებში მუშაობის სპეციფიკას და დაამყარებენ პროფესიულ კავშირებს. გარდა ამისა, მოსამართლეები შეხვდებიან ადგილობრივ მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებს.
ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს სემინარები, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
მოსამართლის როლი და დანიშნულება, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებისა და განვითარების, ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისით; მოსამართლის დამოუკიდებლობის სტანდარტი; საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და განვითარების წანამძღვრები; მოსამართლის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; პროფესიული სასამართლოს ინსტიტუტი; კანონიერებისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება; დარგობრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
დეკემბრის ბოლომდე „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" განახორციელებს 4 ვიზიტს, 5 დღის განმავლობაში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს 10 მოსამართლე. მოსამართლეების მიერ მოხდება ვიზიტების შეჯამება და შემდგომ მისი გაზიარება, მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, სხვა კოლეგებისათვის.
ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2013 წლის 4 ივნისს. ორგანიზაცია არის მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელშიც დღეისათვის მოქმედ მოსამართლეთა მეხუთედზე მეტია გაერთიანებული. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" წევრობა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ და რეზერვში მყოფ მოსამართლეს.