ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/02/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
“ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში” YES-Georgia
USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, USAID-ისა და თეთრი სახლის ფონდის - „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივისგან“ მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.
პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.
ღონისძიება დაიწყო YES-Georgia-ს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების და მომსახურებების გამოფენა-გაყიდვით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პიტერ ვიბლერი - USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, ბონი გლიკი - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე; არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და არჩილ ბაკურაძე - ფონდი კრისტალის თავმჯდომარე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, დონორები, სახელმწიფო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები, აკადემიკოსები, ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები.
YES-Georgia-ს პროექტის შესახებ:
USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია Buzz Women-თან და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია შპს კრისტალ კონსალტინგთან.
პროგრამა YES-Georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს. „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ USAID-ის წინა პროგრამის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ გაგრძელებას წარმოადგენს. 2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამამ მოიცვა 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ.

ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის შესახებ:
2019 წლის თებერვალს თეთრმა სახლმა ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივა ჩამოაყალიბა. ინიციატივის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა მიზნად ისახავს 2025 წლამდე მოიცვას 50 მილიონი ქალი. W-GDP წარმოადგენს აშშ-ს სახელმწიფოს მიერ შექმნილ ინიციატივას, რომლის მიზანია $27 მილიონით დააფინანსოს და აშშ-ს მთავრობის მიერ განახორციელოს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ეფექტიანი პროგრამები. W-GDP-ს ფონდი მობილიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის პარტნიორობებს, რათა დამატებით მოიზიდოს $260 მილიონი კერძო წყაროებიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, უნივერსიტეტებისგან და სხვა სახელმწიფოებისგან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3305