პრესრელიზი
18 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
"თეგეტა მოტორსი" თბილისის ავტო შოუზე 24 ბრენდით წარსდგება!
19-21 ოქტომბერს, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე მე-11 საგამოფენო პავილიონში "თეგეტა მოტორსი" წამყვანი ბრენდების პროდუქციით წარსდგება, ღია სივრცეში კი „მაზდა ცენტრი თბილისის" მიერ წარმოდგენილი იქნება 2012 წლის უახლესი მოდელები. Tbilisi Auto Show 2012 - ავტომობილების, ავტო ბიზნესის, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა კომპანია "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით უკვე მერვედ ტარდება.
„თეგეტა მოტორსის" მხრიდან გამოფენაზე სტუმრად იქნებიან წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისთანაც უშუალოდ გასაუბრების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ სტუმარს.
„თეგეტა მოტორსი" გამოფენაზე წარმოადგენს საბურავების, საავტომობილო ზეთების, აკუმულატორების, დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების შემდეგ ბრენდებს: Bridgestone, Michelin, Shell, Motul, Varta, Philips, ZF, Hengst, Faber, Landirenzo, Federal Mogul, KYB, Corteco, Thermo King, Webasto, Febi, Dayco, Ista, Daewoo, Petlas/Starmaxx, Maxxis, Top-Tul, Usag. ავტოსერვისებს, დეველოპერებს, ტურისტულ და სატრანსპორტო კომპანიებს, ავტოპარკის მქონე ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კომპანიის მიერ წარმოდგენილი უცხოური ბრენდები და მიიღონ საინტერესო შეთავაზებები.
Tbilisi Auto Show 2012-სთვის სპეციალურ ფასად გაიყიდება იაპონური საავტომობილო ბრენდ „მაზდას" ავტომობილები. გამოფენაზე „მაზდა ცენტრი თბილისის" მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი მოდელები: Mazda3; Mazda6; Mazda CX7 და Mazda CX9; ავტომოყვარულებს შეეძლებათ დაათვალიერონ და საკუთარ თავზე მოირგონ 2012 წლის უახლესი მოდელები.
სტუმრების განწყობაზე იზრუნებს საბურავების ბრენდ „მიშლენის" ყველასთვის საყვარელი მასკოტი „ბიბინდუმი", რომელიც „თეგეტა მოტორსის" პრომო აქციის ნაწილი იქნება.