ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“თეგეტა მოტორსმა“ ARB 4x4 Accessories-ის პროდუქცია შემოიტანა
19/04/2013
 

"თეგეტა მოტორსმა" ARB 4x4 Accessories-ის პროდუქცია შემოიტანა

ARB 4x4 Accessories - ბრენდი, რომელსაც ყველა ოფროუდერი თუ მოგზაურობის მოყვარული იცნობს, უკვე საქართველოშია!

 „თეგეტა მოტორსმა" მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, ARB 4x4 Accessories-ის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოიტანა. ბრენდი, რომელსაც ყველა ოფროუდერი თუ მოგზაურობის მოყვარული იცნობს, უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

„თეგეტა მოტორსის" ქსელში არსებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს: ამორტიზატორებს, ზამბარებს, ბამპერებს, ჯალამბარებს, ბლოკირებებს, საბუქსირე სტროპებს, მანქანის ასამაღლებელ კომპლექტებსა და აქსესუარებს: კარვები, ჩანთები და სხვა...

ARB 4x4 ავტომობილებისთვის განკუთვნილი აქსესუარების (4WD აქსესუარები) ყველაზე დიდი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ავსტრალიური ბრენდია,  რომლის ისტორიაც 1975 წლიდან იწყება; კომპანიის დამფუძნებელი, ტონი ბრაუნი ავსტრალიის გოფრირებულ გზებზე, ექსტრემალური  და მძიმე დატვირთვის პირობებში, საკუთარი ავტომობილით მოგზაურობამ შთააგონა. მელბურნში დაბრუნების შემდეგ, მოგზაურობის დროს გაჩენილი იდეები მან პრაქტიკულად განახორციელა და ასე შეიქმნა ბრენდი  - ARB, ინიციალებით: ენტონი რონალდ ბრაუნი.

კომპანიის მთავარი მიზანია, მოამზადოს ავტომობილები შორეული და რთულ პირობებში მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით, უგზოობის გადალახვის დროს, როგორც მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალურ დონეზე.  მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდის საექსპორტო ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

ARB-ს მიერ წარმოებულ და მსოფლიოში გავრცელებულ ყველა პროდუქტს აქვს მინიმუმ ორწლიანი  გარანტია. აღნიშნული პროდუქციის ერთადერთ ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს.

წაკითხულია: 1951