პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
18 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
“რაშენ ემბარგო” ქართული ნაციონალური ბრენდი ხდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ოქტომბერი, 2007 - ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP” კომპანია “რაშენ ემბარგოს” საზეიმოდ გადასცა კახური ყურძნის სპირტზე დამზადებულ საკონიაკე მასალა. აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია შედგა ფოლკლორის თეატრ “ნაბადში”.
“პსპ”-ში მიაჩნიათ , რომ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ შესანიშნავ ტრადიციას და საქმეს დაუდო საფუძველი. რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ბლოკადის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP”-მ კახეთში 2006 წელს 100 ტონა, 2007 წელს კი – 150 ტონა ყურძენი შეიძინა. შეძენილი ყურძნით მომზადდება კონიაკი საელწოდებით “რაშენ ემბარგო”.
12 წლიანი დაძველების შემდეგ პრემიუმ ბრენდის კონიაკი “რაშენ ემბარგო “ აუცილებლად გაიყიდება რუსათის ბაზარზე და რუს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გემო გაუსინჯოს რუსული ემბარგოს.
###