პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
22 მაისი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ბაიბა კლავა-ვეცვანაგა
ტელ: 877 901100
“რუსთავისა” და “ტეიქსმას” ერთობლივი კონცერტი ფილარმონიაში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 მაისი, 2007 - დღეს, 19:30 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა ქართული ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის “რუსთავისა” და ლატვიური ფოლკლორული ცეკვის ანსამბლის “ტეიქსმას” ერთობლივი კონცერტი. ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან, პირველად საქართველოში, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის წინ, შედგა ერთადერთი კონცერტი, სადაც მოცეკვავეებმა გვაჩვენეს ორი ქვეყნის კულტურული მსგავსება და განსხვავება.
ანსამბლი “რუსთავი” დაარსდა 1968 წელს ქ.რუსთავში. იგი მალევე გახდა პოპულარული და მას შემდეგ საქართველოში არ ჩატარებული თითქმის არც ერთი მნიშნელოვანი ღონისძება, რომელშიც “რუსთავს” არ მიეღოს მონაწილეობა. “რუსთავის” შემადგენლობაში არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები. მათ ანსამბლში მოაქვთ არა მხოლოდ თავიანთი კუთხის კოლორიტი, არამად ტრადიციები და სპეციფიური საშემსრულებლო მანერა. “რუსთავი” აერთიანებს მომღერალთა, მოცეკვავეთა და ხალხურ საკრავთა ანსამბლებს. მათი ხელოვნება იშვიათი ოსტატობითაა შერწყმული “რუსთავის” საკონცერტო პროგრამასთან, რაც ანსამბლს განუმეორებელ კოლოტიტს ანიჭებს. “რუსთავის” ხელმძღვანელები არიან საქართველოს სახალხო არტისტები ანზორ ერქომიაშვილი და ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლის ქორმეისტერია საქრთველოს სახალხო არტისტი ბადრი თოიძე.
ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი “ტეიქსმა” დაარსდა 1946 წელს ენთუზიასტების მიერ, რომლებსაც მხარი დაუჭირა რიგის ვაგონსამშენებლო ქარხანამ. ისინი ცდილობდნენ დაენახებინათ თანამშრომლებისათვის ლატვიური ფოლკლორის ტრადიციები და ესწავლებინათ სტუდენტებისათვის ეთნოგრაფიული ცეკვები და მათი დადგმა. ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი “ტეიქსმა” გადაიქცა ერთერთ ყველაზე უფროს და ამ მომენტისათვის ლატვიის საუკეთესო საცეკვაო ანსამბლად. იგი გვევლინება ლატვიის ყველაზე ცნობილ საჩვენებელ ანსამბლად, რომელმაც მრავალი საგასტროლო მოგზაურობების დროს წარმატება მოუტანა თავის ქვეყანას. ამ წლების განმავლობაში “ტეიქსამამ” დადგა 14 პროგრამა, რომელიც შედგება 200-ზე მეტი ქორეოგრაფიული ნომრისაგან. საცეკვაო ანსამბლს ხელმძღვანელობს ლატვიის ცნობილი ქორეოგრაფი იანის ერგლისი.
###