პრესრელიზი
19 მარტი, 2012 |
"საქართველოს ეროვნული პარკები" საერთაშორისო გამოფენაზე "ITB BERLIN 2013"(Messe Berlin) წარსდგა
გამოფენაზე ეროვნული პარკები და მღვიმეები იქნა წარადგენილი
2013 წლის 6-10 მარტს გერმანიში, ქ. ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენაში "ITB BERLIN 2013" (Messe Berlin) დაცული ტერიტორიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს საგამოფენო სტენდზე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული პარკების და მღვიმეების შესახებ ინფორმაცია.
ასევე, გამოფენის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეკოტურისტული პოტენციალის გაღრმავების მიზნით, ტურ-ოპერატორებთან, სარეკლამო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები ჩაატარა.
2013 წელს გამოფენაზე 188 ქვეყანა იყო წარმოდგენილი მათ შორის - საქართველო. საერთაშორისო ტურუსტული გამოფენა "ITB BERLIN 2013" ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიო ტურიზმის საკითხში გლობალური შეხვედრების ადგილს წარმოადგენს.
სააგენტოს გამოფენაზე ფინანსური მხარდაჭერა გაუწია " სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო" (TJS) მა.
გამოფენში მონაწილეობის მიღება მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე გაცნობას და საქართველოს ეროვნული პარკების პოპულარიზაციას.