ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის” ინიციატივით ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის ქ.კუშადასის დელეგაცია ეწვია
14/07/2010



პრესრელიზი

14 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო გურგენიძე
გენერალური მდივანი
+995 99 50 55 25
s.gurgenidze@gec.ge|
www.gec.ge

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის” ინიციატივით ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის ქ.კუშადასის დელეგაცია ეწვია

[Publicity.ge] თბილისი, 14 ივლისი, 2010 - "საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის" მიერ ინიცირებული საკურორტო ქალაქების ბათუმის და კუშადასის დაძმობილების პროექტის ფარგლებში 8-10 ივლისს ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის ქ. კუშადასის დელეგაცია ეწვია. ქ. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ მიიღო.  შეხვედრაზე დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. მანამდე კი 10 წევრიანი დელეგაცია ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ მიიღო. გამოიყო პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარება ბათუმს შემუშავებული განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში და ქალაქის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაში. მიმდინარე წლის მარტში ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები ქ. კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც კუშადაშსა და ბათუმს შორის დაძმობილების წინასწარ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ოფიციალურად კი დაძმობილების მემორანდუმი 16 ოქტომბერს, ქ. კუშადასში დაძმობილებული ქალაქების ფესტივალზე გაფორმდება, რომელიც 12 დაძმობილებულ ქალაქს უმასპინძლებს. "საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის" პრეზიდენტის მამუკა სხვიტარიძის განცხადებით, ეს ფაქტი სამთავრობო და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითია.

საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2010 წელსვე ქ. კუშადასში გაიხსნება ქართული სახლი, სადაც კულტურულ ღონისძიებებთან ერთად გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები და ხელი შეეწყობა ქართველი მეწარმეების თურქეთის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან პარტნიორობას.

"საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია" შავი და კასპიის ზღვის ბიზნესასოციაციების კავშირის  (UBCCE) სრულუფლებიანი წევრია. 2010 წლის 25-26 ოქტომბერს საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია თბილისში ბიზნეს ფორუმს მართავს, რომელსაც დაესწრებიან შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების ბიზნესასოციაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. 

###

"საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია" 2008 წელს დაარსდა. მისი მიზანია წევრი კომპანიების მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის დინამიურობის შესაბამისად განვითარება, ადგილობრივი და სართაშორისო ინვესტორებთან კონტაქტების დამყარება და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ეფექტური ბიზნეს პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. კონფედერაციის პარტნიორები არიან საქართველოს ბაზრის შესწავლით დაინტერესებული საერთაშორისო და უცხოური კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და რეალური კონტაქტები. საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის სტრატეგიულ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დასაქმების დონის ამაღლება და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს.

 

წაკითხულია: 3232