ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
“ხინო” - სტუდენტის მიერ დაწყებული ქართული ყველის ბიზნესი
ჯაბა ხინიკაძე პროექტ „მეწარმეთა ფესტივალი-2018“-ის მონაწილეა. ხულოდან წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტი იმ მცირერიცხოვან ქართულ ოჯახებს მიეკუთვნება, რომლებიც 2002 წელს წალკის რეგიონში ჩაასახლეს. წლების განმავლობაში ჯაბამ შეძლო საკუთარი თავი დაემკვიდრებინა მრავალეთნიკურ რეგიონში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, ჯაბა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფოც უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მომავალი პროფესიის ინტერესისა და სიყვარულის მიუხედავად ახალგაზრდა სტუდენტმა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესშიც მოესინჯა.
გასულ წელს, 22 წლის ჯაბა ხინიკაძე, პროგრამა YES-GEORGIA-ს ბენეფიციარი გახდა. პროექტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მასზე რადიკალური გავლენა იქონია და მეწარმეობაც დაიწყო. რის შემდეგაც ახალგაზრდა მეწარმემ ყველის მწარმოებელი კომპანია „ხინო“ დააფუძნა. ჯაბამ უნივერსიტეტში აკადემიური აიოღო და ერთი წელი ბიზნესის უკეთ განვითარებას მოახმარა.
„პროგრამა Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებულმა განათლებამ დიდი როლი იქონია ჩემს შემდგომ განვითარებაზე. დავიწყე თითქმის გაჩერებული და დიდი პრობლემების წინაშე მდგარი საწარმოს განვითარება. დავაფუძნე ბრენდი "ხინო". ავაწყვეთ დისტრიბუცია და დღეს არაერთ მაღაზიას ვამარაგებთ ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი საწარმო HACCP-ის სტანდარტებს ფლობს და ყველის პროდუქცია 100% ნედლი რძისგან მზადდება. ამ ეტაპზე 600-მდე გლეხთან ვთანამშრომლობთ. ვატარებთ ტრენინგებს, რომ ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ სფეროს განვითარებაში და აღმოვფხვრათ ჰიგიენური დარღვევები პროდუქციის წარმოებაში.“ - აცხადებს ახალგაზრდა მეწარმე
დღეს „ხინოს“ ნატურალური რძით წარმოებული ყველი 100-მდე მაღაზიაში იყიდება. ჯაბა წარმოების კიდევ უფრო გაფართოებასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. „ხინოს“ საწარმო იმითაც გამოირჩევა, რომ საწარმოს თანამშრომელ გლეხებს შესაძლებლობა აქვთ ვეტ-ექიმის უფასო მომსახურებითაც ისარგებლონ და დაზოგონ საკუთარი დანახარჯები, ხოლო მომხმარებელმა კი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მიიღონ.

ჯაბა ხინიკაძის საწარმოს პროდუქციასა და სტენდს მომხამერებლები 22 მარტს დაგეგმილ ფესტივალზე, „მეწარმეთა სივრცე-2018“ გაეცნობიან, რომელიც ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-GEORGIA) ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება “ხინოს“ და პროექტის სხვა ბენეფიციარების პროდუქციის შეძენაც.
ორგანიზაციის შესახებ
ფესტივალის შესახებ:
ფესტივალის ორგანიზატორია YES-GEORGIA, რომელსაც ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად. ფინანსურ მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალია“. ფესტივალი 22 მარტს, თბილისი მოლში გაიმართება
წაკითხულია: 3188