ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
”E-INFO.GE” - სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებებისათვის
29/10/2007
 

  


29 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

საკონტაქრო პირი: ნინო წერეთელი  / პროექტების დირექტორი
E-INFO.GE -  ელექტრონული საინფორმაციო სამსახური
ტელ: 484 155; მობ: 893 92 22 47
ელ.ფოსტა:
ninotsereteli@e-info.ge 
ვებ.გვერდი:
http://www.e-info.ge 


E-INFO.GE  სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების გარანტი

 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 ოქტომბერი, 2007 - ელექტრონული საინფორმაციო სამსახური E-INFO.GE კიდევ უფრო აუმჯობესებს თავის მომსახურებას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს პროდუქციის ან სერვისების პირველადი ანალიზი და შეფასება.

ორი ახალი პროექტი, რომელიც აღნიშნულ ინტერნეტ რესურსს დაემატა,  უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის მსურველებს  სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. დაზოგავს მომხმარებლის დროს და უზრუნველყოფს მას საჭირო ინფორმაციით.

პირველი პროექტი ეხება უძრავ ქონებას, კერძოდ, საუბარია ყველაზე სრულყოფილ მონაცემთა ბაზაზე, რომელშიც თავმოყრილია ყველა მშენებარე სახლის  ფოტოსურათები და ფასები, დასრულების თარიღები და ჩაბარების პირობები, აგრეთვე სხვა დეტალური მონაცემები. (დამატებითი ცნობებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს: http://www.e-info.ge/page.php?koeficienti=15_4)

ელექტრონული საინფორმაციო სამსახური ასევე დაეხმარება ავტომობილების  შეძენის მსურველებს. E-INFO.GE-ზე წარმოდგენილია ყველა ბრენდის ავტომობილის სურათები და ტექნიკური მახასიათებლები, ფასები და განვადების პირობები. (დამატებითი ცნობებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს:  http://www.e-info.ge/page.php?koeficienti=car_new )

ელექტრონული საინფორმაციო სამსახური წარმოადგენს მარკეტინგული აქტივობებისათვის  ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ინტერნეტ სივრცეს, რომელიც წარმატებით ვითარდება საქართველოში. სწორედ ამიტომ,  E-INFO.GE მომავალშიც აპირებს გააგრძელოს მსგავსი პროექტების განხორციელება.

ელექტრონული საინფორმაციო სამსახურის პროექტების დირექტორის ნინო წერეთელის განმარტებით "დღეს, როდესაც ინფორმაციის ნაკადების სისწრაფე ასე მატულობს, ჩვენ წინაშე ჩნდება ახალი ამოცანები. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს უნიკალურ მომსახურებას მსხვილი ინვესტიციის განხორციელების საკითხში. ჩვენ არ ვკარნახობთ არჩევანს და არ გავცემთ რეკომენდაციებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქ ყველასათვის მოიძებნება  ოპტიმალური გადაწყვეტილებები".

 

###

ორგანიზაციის შესახებ:

საინფორმაციო პორტალი http://www.e-info.ge/ საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მრავალ თემატიკაზე, მათ შორის: სიახლეები საბანკო და დაზღვევის სფეროში; ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიების, მშენებარე სახლების, ბიზნეს-ცენტრებისა და საოფისე ფართების შესახებ; ავტომობილის ახალი მოდელები საქართველოს ბაზარზე; მიმდინარე სასწავლო კურსები და online  ტრეინინგები; შემეცნება, კულტურა, გართობა; მსოფლიოს ცნობარი; თემატური ინფორმაცია ქალბატონებისა და ბავშვებისათვის; მრავალი სხვა.

წაკითხულია: 11114