პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
3 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
სს ”ბაზისბანკი” მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულსა და მოქნილს ხდის
SMS ბანკინგი - იყავით მუდამ INFOრმირებული!
[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 ოქტომბერი, 2007 - სს ”ბაზისბანკი” კვლავინდებურად ზრუნავს მომხმარებელზე და საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულსა და მოქნილს ხდის. ”ბაზისბანკის” მორიგი სიახლე SMS ბანკინგის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების შესახებ, შეიტყონ სავალუტო კურსი, შეავსონ სატელეფონო ბალანსი და ა.შ. ამისათვის საკმარისია შესაბამისი ბრძანების გაგაზვნა SMS შეტყობინების სახით ნომერზე 9292
9292 – იყავით მუდამ INFOრმირებული და ჩართეთ ”ბაზისბანკის” ავტომატური შეტყობინების INFOსერვისი, და მუდმივად მიიღებთ ინფორმაციას თქვენს ანგარიშებზე მომხდარი ტრანზაქციების (შესყიდვა, თანხის ჩარიცხვა, განაღდება და სხვა), მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ბალანსისა და ვალუტის კურსის შესახებ (ეროვნული ბანკის კურსი, ბაზისბანკის კურსი).
უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად კი საჭიროა აკროფოთ სიტყვა BANK და გამოაგზავნოთ თქვენი შეკითხვები, შენიშვნები ნომერზე 9292, ბაზისბანკი სიამოვნებით გიპასუხებთ!
”ბაზისბანკი” მომხარებელს დამატებით სხვა მომსახურებასაც სთავაზობს, რომლის სარგებლობისას კლიენტს საშუალება ეძლევა სახლიდან გაუსვლელად შეავსოს სატელეფონო ბალანსი, უბრალო მარტივი წესით: გამოაგზავნოს შეტყობინება კოდური სიტყვისა თანხის მითითებით (მაგ: MOB 5 – ჯეოსელისა და მაგთიკომის აბონენტისთვის ბალანსის შევსება; BALI1 3 – ბალი ზარები საქართველოში)და ბალანსი მომენტალურად შეივსება.
და ბოლოს, თქვენი ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეტყობინება მოგივათ მხოლოდ იმ ნომერზე, რომელსაც დაარეგისტრირებთ ვებ გვერდზე www.bankonline.ge ან ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში.ორგანიზაციის შესახებ:
სააქციო საზოგადოება ”ბაზისბანკი” 1993 წლის 4 ნოემბერს დაარსდა. ეფექტური და აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ საბანკო დაწესებულებად გადაიქცა. ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კვალიფიციური მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს და ამ მიმართულებით დინამიურად ვითარდება. `ბაზისბანკს” საქართველოს მასშტაბით 12 ოფოსი და სერვის-ცენტრი გააჩნია.