პრესრელიზი
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის პიარ მენეჯერი
ტელ: 75 82 97; 98 84 93
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები გადიან
ტრენინგს ეფექტურ კომუნიკაციაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები 22-24 აპრილს მონაწილეობას იღებენ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგზანიზებით მოწყობილ ტრენინგში თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია". ღონისძიებას ესწრებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის და რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელები.
ტრენინგის მიზანი არის სამსახურის თანამშრომლების ინფორმირებულობის ზრდა ორგანიზაციის მისიისა და კორპორატიული კულტურის ფორმირების, კლიენტებთან ურთიერთობების, გუნდური მუშაობის პრინციპების საკითხებში.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურის შიდასაორგანიზაციო საკითხების განხილვა სამსახურის შინაგანაწესის დახვეწის მიზნით. გარდა ამისა, ჯგუფური დისკუსიების გზით მოხდება იურიდიული დახმარების სამსახურის კორპორატიული კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ძირითადი პრინციპების შემუშავება.
ორგანიზაციის შესახებ:
იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფუნქციასაც სახელმწიფოს ხარჯზე არსებული იურიდიული დახმარების სისტემის კოორდინაცია და ეფექტური სამართლებრივი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებში დასაქმებული იურისტები (ადვოკატები, კონსულტანტები) უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურებას უწევენ მოქალაქეებს. ამჟამად სამსახურის ბიუროები სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის რეგიონებში, აჭარასა და თბილისში ფუნქციონირებენ.
###