მედია ანონსი
18 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხატია ჯამბაზიშვილი
მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი
43 11 22
”პოპულის” ცხელი ხაზი მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ემსახურება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ნოემბერი, 2010 წელი - უკვე ერთი წელია, რაც ”პოპულის” ცხელი ხაზის ოპერატორები 10-დან 20 საათამდე შეუფერხებლად პასუხობენ მომხმარებელთა ზარებს ნომერზე 43 11 22, ეხმარებიან მათ პრობლემების სწრაფად გადაჭრაში და აწვდიან სასურველ ინფორმაციას.
”პოპულის” ცხელ ხაზზე ყოველდღიურად საშუალოდ 70-80 ადამიანი რეკავს, ოპერატორებთან მათ მრავალფეროვანი კითხვები აქვთ, მაგალითად:
1. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი გაყინვისა და/ან ძველი ბარათიდან ახალ ბარათზე ქულების გადატის თაობაზე;
2. ”პოპულის” ამა თუ იმ მაღაზიაში კონკრეტული პროდუქტის და ფასის დასადგენად;
3. შენიშვნის ან კმაყოფილების გამოსახატად;
4. საჩუქრების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად;
5. პოპ-არტ ბარათზე პოპულარების რაოდენობის დასადგენად;
6. ამონაწერის მოსათხოვად (სად რამდენი ივაჭრა და რამდენი დაუგროვდა ბარათზე);
7. აქციებზე ინფორმაციის მისაღებად და ა.შ.
”პოპულის” ცხელი ხაზი ხელს უწყობს კომპანიასა და მის მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, ის ინფორმაციის ხელმისაწვდმობისა და პრობლემების სწრაფი მოგვარების ეფექტური არხია, რომლითაც ყველა მომხმარებელს შეუძლია შეუზღუდავად და შეუფერხებლად ისარგებლოს.