პრესრელიზი
18 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
"სუპერ ვიზა" როუმინგის ახალი დაუჯერებელი შეთავაზება ბილაინისგან
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი სატელეკომუნიკაციო კომპანია ბილაინი მომხმარებელს როუმინგის ახალ დაუჯერებელ შეთავაზებას გააცნობს. მომსახურების ფარგლებში, ბილაინის აბონენტები დსთ-ს სივრცესა და იტალიაში პირველი წუთის შემდეგ ,დღეში 20 წუთის განმავლობაში უფასოდ ისაუბრებენ. პირველი შემომავალი ან გამავალი ზარის ღირებულება კი 16 თეთრია.
მომსახურების გააქტიურება უფასოა,ხოლო მისი მოქმედების ვადა 14 დღეა.
" ბილაინი გლობალური მძლავრი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 18 ქვეყანაში უწევს მომსახურებას 340 მილიონ აბონენტეზე მეტს, აქედან გამომდინარე მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენმა აბონეტებმაც ისარგებლონ იმ ბენეფიტებით, რაც კომპანიის გლობალურობა სდევს თან. "თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.