„შავფაროსნების" პრესსამსახური
მარი ონეზაშვილი 599 18 07 44
„შავფაროსნების" პრეზიდენტი
ირაკლი ქოქოსაძე 577 40 80 10
შავფაროსნები გორის ციხეზე "ქალაქური კრივის" ფინალს, ლელობურთის ჩემპიონატს და საჩვენებელ წარმოდგენებს გამართვენ
22 ივნისს, 12.00 საათზე გორის ციხეზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები" ერთი საუკუნის შემდეგ აღდგენილი ისტორიული „ქალაქური კრივის" ფინალს, ლელობურთის ჩემპიონატს და თეატრალიზებული საბრძოლო საჩვენებლი წარმოდგენებს გამართავს.
ლელო-ბურთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძიებაში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან. მოხალისეებისგან შეიქმნება გუნდები „შავფაროსნების მეგობრები", რომლებიც ერთმანეთს "ლელოს დადებაში" შეეჯიბრებიან.
ღონისძიებას ასევე დაესწრება შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩხეიძე და გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე.
დაგეგმილი ღონისძიება 8 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო 22 ივნისისთვის გადაიდო.