ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
”ჯეპრას” ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2000 მიენიჭა
03/12/2007

  

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

3 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

 საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge
ვებ.გვერდი:  
www.gepra.ge

"ჯეპრას” ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2000 მიენიჭა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 დეკემბერი,  2007 - "ჯეპრას” ხარისხის მართვის სერტიფიცირება გერმანულმა კომპანია TUV SUD-მა განახორციელა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები 2007 წლის იანვრიდან დაიწყო.

"დღეს მსოფლიოში ამ ხარისხის სტანდარტით 800 ათასზე მეტი ორგანიზაციაა სერტიფიცირებული, რაც ხელს უწყობს მათ საერთაშორისო აღიარებას. პარტნიორის შერჩევისას, მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორის წამყვანი კომპანიები ბიზნეს-ურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს ISO 9001:2000 სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც აისახება მის კონკრეტულ უპირატესობაში. ჩვენ ერთადერთი კომპანია ვიქნებით საქართველოში, რომელსაც ამ ხარისხის დამამტკიცებელი საბუთი ექნება პიარის, ბრენდინგისა და ივენთ-მენეჯმენტის სფეროში”  -  ამბობს კომპანიის ხარისხის მენეჯერი ელენე ოქრომჭედლიშვილი. მას მიაჩნია, რომ ეს აღიარება უზრუნველყოფს კომპანიის განვითარებას, ბაზარზე ცნობადობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას.

"სერტიფიკატის მოპოვების პროცედურა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. აღნიშნული პროცესის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები, რომელიც მართვის პროცესებსა და კლიენტის კმაყოფილების შესწავლას შეეხებოდა. დღეს უკვე კომპანიაში არსებობს ხარისხის მენეჯმენეტის სახელმძღვანელო, რომელიც აღწერს სისტემის მოქმედების სფეროს, დოკუმენტებსა და პროცესებს,”  - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კახა მაღრაძე.

ხარისხის მენეჯმენეტის სისტემა ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. ჯეპრას მიზანია გაუწიოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება, მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და პარტნიორი ორგანიზაციების ქსელი მას საშუალებას აძლევს შესთავაზოს კლიენტებს მომსახურების სრული სპექტრი.

ხარისხის მენეჯმენეტის სტანდარტმა ფართო გავრცელება 1987 წლიდან, ISO 9000 სერიის სტანდარტების პირველი ვერსიის გამოცემისთანავე ჰპოვა. ხარისხიანი პროდუქციის დასამზადებლად აუციელბელი იყო ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა ასპექტს შეეხებოდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში დადგინდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის 8 პრინციპი, რომელიც ამავდროულად ორგანიზაციის უცვლელ მიზანს უნდა წარმოადგენდეს: ორიენტაცია მომხმარებელზე, ხელმძღვანელობის ლიდერობა, თანამშრომლების სრული ჩართვა საქმიანობაში, პროცესებისადმი მიდგომა, სისტემური მიდგომა მენეჯმენტისადმი, ორგანიზაციის საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება, ფაქტებზე დაფუძნებული ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება მიმწოდებლებთან.

###

წაკითხულია: 9140