ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„IBS სუპერმარკეტით“ სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ სარგებლობს
10/02/2009

 

პრესრელიზი

10 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ყაზბეგის გამზირი 42, IV სართული
ტელ.: +995 (32) 188-188;
ფაქსი: +995 (32) 39-92-04
ელ-ფოსტა: ibs@ibs.ge
ვებ-გვერდი: www.ibs.ge

„IBS სუპერმარკეტით“ სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ სარგებლობს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 თებერვალი, 2009  - „აი–ბი–ეს“–ის პროგრამული პროდუქტი „IBS სუპერმარკეტი“ ქართულ–იტალიური სავაჭრო კომპანია „ჯორჯიტას“ სუპერმარკეტების ქსელში დაინერგა. “ჯორჯიტა” სამრეწველო და კვების პროდუქტების იმპორტიორი ლიდერი კომპანიაა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე 3000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან შემოაქვს.

პროექტის პირველ ეტაპზე გადაწყვეტილების ინსტალაცია „ჯორჯიტას“ სათაო ოფისსა და სუპერმარკეტების თბილისის ქსელში ხორციელდება, რის შემდეგაც „IBS სუპერმარკეტი“ კომპანიის ბათუმის ფილიალში დაინერგება. „IBS სუპერმარკეტის“ მეშვეობით „ჯორჯიტას“ ხელმძღვანელობა საკუთარი სუპერმარკეტების ქსელში მიმდინარე პროცესებს გააკონტროლებს, რადგან პროგრამაში მხარდაჭერილია როგორც ცალკეული სუპერმარკეტის, ისე სუპერმარკეტების ქსელის ავტომატიზაცია.

“IBS სუპერმარკეტის“ მარტივ Front Office–ს სენსორული ეკრანისთვის გათვლილი ინტერფეისი აქვს. „IBS სუპერმარკეტის“ მრავალფუნქციური Back Office–ის მეშვეობით კი შესაძლებელია შესყიდვების წარმოება, მარაგების მართვა, ფულადი სახსრების მართვა, საცალო გაყიდვების ანალიზი ცვლების მიხედვით, მრავალმხრივი ანგარიშგებების მიღება და ა.შ.

„IBS სუპერმარკეტი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა 1C–ის პროგრამული პროდუქტის ბაზაზე შეიქმნა. ის დაკავშირებულია „აი–ბი–ეს“–ის ახალ პროგრამულ პროდუქტთან „IBS ბუღალტერია“, რაც მომხმარებელს მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას აძლევს. „IBS სუპერმარკეტი“ უკვე დანერგილია სხვადასხვა მასშტაბის სუპერმარკეტების ქსელში, მათ შორის „დაფნესა“ და „მეგამარკეტში“.

###

წაკითხულია: 8242