პრესრელიზი
4 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
m2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის კარკასი დასრულდა
თბილისი, 4 ივლისი, 2013 - დღეს, დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონება" დაასრულა „m2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის კარკასის სამუშაოები და მოხდა კომპლექსის ბოლო კორპუსის გადახურვა. „m2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო, 15 თვეში კი 9 კორპუსის კარკასი აშენდა და გადაიხურა. საცხოვრებელი კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 63,247 კვადრატული მეტრია. უკვე დაწყებულია აშენებული კორპუსების ფასადების მოპირკეთება და შიდა სარემონტო სამუშაოები. საცხოვრებელი კომპლექსი (ბინების რემონტების ჩათვლით) მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ „m2 იპოდრომზე" ბინების გაყიდვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების 70%-მდე გაყიდულია. „m2 ოპოდრომზე" ბინის შეძენის მსურველთათვის, მოქმედებს შიდა განვადება. შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 25%-ს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება; შესაბამისად, ბინის მფლობელი თანხას ფარავს შეთანხმებული გრაფიკით მშენებლობის პროცესში, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მოთხოვნით მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს ამერიკული სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „აეკომი" (www.aecom.com), რაც განაპირობებს მშენებლობის მიმდინარეობას ხარისხის და ვადების მკაცრი კონტროლის ქვეშ. კომპლექსის მშენებლობის და რემონტისთვის, გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომზე", შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. რემონტის შესრულებისას ხდება ბინის მფლობელის გემოვნების გათვალისწინება.