პრესრელიზი
14 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
skukava@agh.ge
+995 32 2424 181
+995 577 155 150
+995 32 2998 112
www.agh.ge
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი" ბიზნეს ტრეინინგების მომსახურებას ნერგავს
2014 წლის მაისის თვიდან, „ალიანს ჯგუფი კაპიტალის" საინვესტიციო და საკონსულტაციო მომსახურებას ბიზნეს ტრეინინგების სერვისი დაემატა.
ბიზნეს ტრეინინგების მიზანია დაეხმაროს დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები თანამედროვე ბიზნეს პროცესების შესაბამისად, შეიტანონ ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, დახვეწონ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნება და დაეუფლონ თვითეფექტურობის ტექნიკებს.
ტრეინინგები მოიცავს შემდეგ მოდულებს:
• მომხმარებლების ეფექტური მომსახურება
• გაყიდვების სტრატეგია და ტექნიკები ( საბანკო, სადაზღვევო, დისტრიბუცია)
• ეფექტური პრეზენტაცია
• მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა
• ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია
• კორპორატიული კულტურა და ურთიერთობების მართვა
• კონფლიქტის მართვის სტრატეგიები ორგანიზაციაში
• თანამშრომელთა მოტივაცია და სამუშაოთი კმაყოფილება
• ადამიანური რესურსების მართვა
• გაყიდვების მენეჯმენტი მერჩენდაიზერებისა და დისტრიბუტორებისთვის
ტრეინინგები ჩატარდება ინტერაქციული სწავლების სტილში. კურსი აგებულია თანამედროვე საერთაშორისო ბიზნეს ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომელიც შექმნილი და ადაპტირებულია ქართული ბიზნეს გარემოს შესაბამისად. ტრენინგის მოდულები მუდმივად იცვლება ბიზნეს გარემოს განვითარების თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.
ტრეინინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ გვერდს: http://agc.ge/geo/Services/BusinessTrainings