ა) საფინანსო სექტორის გადაუდებელი რეფორმა, რომელიც წაახალისებს საფინანსო სექტორის დივერსიფიკაციას, როგორც მრავალი ახალი ტექნოლოგიური ბანკის წარმოშობას, ასევე კაპიტალის ბაზრების შექმნას, ბიზნესებისთვის გრძელვადიანი და ურისკო კაპიტალის მოძიების მიზნით;
ბ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამკაცრება და ინოვაციების წახალისების გეგმის შემუშავება, რაც ტექნოლოგიური და დისტანციური კომუნიკაციის ბიზნესის შექმნას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, ეს უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის გაჯანსაღებას და ექსპორტის უპრეცენდენტო ზრდას შეუწყობს ხელს;
გ) თვითმყოფადობის გეგმა და რეფორმა (რეფორმას პირობითად შეგვიძლია მედეა ვუწოდოთ) რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს ე.წ ძლიერ აგრო, ბიოტექნოლოგიურ და სამედიცონო სექტორის შექმნას. ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას ამ პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტიორი გახდეს, საგრძნობლად გაზარდოს ეკონომიკა და ვალუტის შემოდინება ქვეყანაში და წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომ კრიზისულ პერიოდებს;
4) უნდა შემუშავდეს გეგმა იმისთვის, რომ კრიზისის გადალახვის შემდგომ ქვეყანა შეუდგეს ლოჯისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას, კერძოდ კი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ქვეყნის ავიახაზების, აეროპორტების, პორტების და გადაზიდვის / ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის მდგრადობასა და ექსპორტის ეკონომიკას.
ამ ყველაფერში ასოციაცია სთავაზობს მთავრობას დახმარებას (უსასყიდლოდ) და არწმუნებს რომ მასთან ერთად შეძლებს ამ ნაბიჯებისა და რეფორმების სწრაფად რეალიზებას უახლოეს მომავალში.
ახლა მნიშვნელოვანია ბიზნესის მცირე და საშუალო და სხვა დაზარალებული თუ რისკის ქვეშ მყოფი ბიზნეს წარმომადგენლები და მფლობელები გავერთიანდეთ ერთი მიზნის მისაღწევად
- Facebook-ის მეშვეობით გავწევრიანდეთ ასოციაციაში, რომელსაც ჰქვია შენი ბიზნეს დამცველი- ალტერნატიული საფინანსო სისტემის ასოციაცია https://www.facebook.com/groups/241270177048766/" და დავიწყოთ ერთობლივი სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ასოციაცია სთავაზობს ბიზნესებს უფასო მოკლე ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებს რთულ სიტუაციაში მოქმედების კუთხით“