ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ანიკას“ საახალწლო საჩუქარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს
15/01/2013

პრესრელიზი

15 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ფონდის ,,საქართველოს საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის" 
თავმჯდომარე თამთა დემურიშვილი      
599923082  
 „ანიკას" თავმჯდომარე -
ირინე ინასარიძე
599510595

„ანიკას" საახალწლო საჩუქარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს

2013 წლის 15 იანვარი, სამშაბათი. 13:00 სთ. ც. დადიანის ქ.  136,  ასოციაცია "ანიკა" -  ასოცკაცია  „ანიკას" დღის ცენტრში,   სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები  თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ,  მათი თხოვნით,  ფონდი  ,,საქართველოს საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის"  (თავმჯდომარე თამთა დემურიშვილი, წევრები: თინათინ მაღალაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე,  ირმა სოხაძე, ხატია შამუგია , თამრიკო ბაკურაძე, გადაცემა შუა  დღე,  ეკა ხოფერია, თინათინ  წილოსანი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი) ბავშვებს ესტუმრებიან და კომპანია ,, WÖRWAG PHARMA - ს  საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ქალბატონ   თამარ   ბაკურაძის დახმარებით ბავშვებს  საახალწლოდ  საჩიქრად გადასცემს ე.წ. სახლის კინოთეატრს და ტელევიზორს,  ბავშვების გადაადგილება შეზღუდულია, ისინი კინოთეატრებში სიარულს ვერ ახერხებენ და ჩვენი მიზანია, რომ შეძლონ მათთვის სასურველი ფილმების და მულტფილმების ნახვა. ასოციაცია ,,ანიკას,, პატარები სადღესასწაულო პროგრამას წარმოადგენენ, ბავშვებს, ფონდთან ,,საქართველოს საქმიანი ქალები-ქველმოქმედებისთვის"  ერთად ესტუმრებათ საინიციატივო ჯგუფის ,,ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი,, ახალგაზრდები.

ასოციაცია "ანიკას" შესახებ: ასოციაცია "ანიკა" დაფუძნდა 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და მისი მიზანი ინვალიდობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების  საზოგადოებაში ინტეგრირება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამების  წარმართვა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა; თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, აგრეთვე, მშობელთა ჩართვა და მონაწილეობის ხელშეწყობაა მათი შვილების ცხოვრების საგანმანათლებლო და იურიდიულ ასპექტებში. 2003 წლიდან ასოციაცია "ანიკა" არის არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, რომელიც საქართველოში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამოქალაქო ინტერესებს და უფლებებს იცავს.

წაკითხულია: 2266