ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„არქიმედეს გლობალი“ და კომპანია DEG საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია
19/02/2013

პრესრელიზი

19 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინუსი კალანდაძე 
(+995 32) 2 45 11 45

„არქიმედეს გლობალი" და კომპანია DEG საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია

კომპანია DEG- საქართველოში.  ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჯანდაცვის სფეროში ექვს მილიონიანი ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს, რაც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო ღრმად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, საქართველო, 19 თებერვალი, 2013 . - კომპანია DEG Deutche Investitions - und Entwicklungsgesellschaft mbh (ევროპული განვითარების ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური დაწესებულება) 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს შპს Archimedes Health Development-ის აქციებში, რომელიც თავის მხრივ ჰოლდინგ კომპანიას წარმოადგენს და ახორციელებს ინვესტიციებს ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებში საქართველოსა და ყაზახეთში. ამგვარად DEG ხდება შპს Archimedes Health Development-ის აქციონერი, რომელიც არის „არქიმედეს გლობალის" და საერთაშაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია. აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს „არქიმედეს გლობალ"-ის შვილობილი კომპანიის „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გეგმების შემდგომ გაფართოებას და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართვეოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პრესსამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 45 11 45 ან ელ. ფოსტაზე:
nkalandadze@archimedes.ge, დაგვიმეგობრდით facebook-ზე  ან ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.archimedes.ge/

 

 

წაკითხულია: 2190