ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/07/2026
„არქის“ დიდ ფასდაკლების დღეზე Archi Horizon-ის 186 ბინა გაიყიდა

უძრავი ქონების დეველოპერმა „არქიმ" Archi Horizon-ის პროექტისთვის „დიდი ფასდაკლების დღე" გამართა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც Archi Grand Avenue-ში ჩატარდა, ერთ დღეში პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში 186 ბინა გაიყიდა.

გაყიდვების სიმბოლური გახსნა გონგის ხმით აღინიშნა, რაც „არქის" პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ და დამფუძნებელმა ილია წულაიამ გამოაცხადეს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა კი სტუმრებს პროექტის დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.


Archi Horizon პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს. პროექტი მოიცავს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას: ღია აუზს, რეკრეაციულ ზონას, სპორტულ და პადელის მოედნებს, ფიტნეს ცენტრსა და საერთო სამუშაო სივრცეს.


 

„გაყიდვების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების მიმართ მაღალი ინტერესი. Archi Horizon მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით, რადგან პროექტი მშენებლობის ეტაპზეა და ღირებულების ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს," - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

აღსანიშნავია, რომ Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა (Société Générale Group-ის წევრი) შეაფასა. აუდიტის თანახმად, პროექტი მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც მობინადრეებისთვის ეკონომიურ და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

ორგანიზაციის შესახებ

„დიდი ფასდაკლების დღე" კომპანია „არქის" ტრადიციული შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამორჩეულ პროექტებში ბინა სპეციალური პირობებით შეიძინოს.

წაკითხულია: 28