ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში''
29/04/2016
თბილისის ტექნო პარკში, ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ფარგლებში დაგეგმილი პირველი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროეტში ჩართულ მხარეებთან 33 გამარჯვებული ახალგაზრდა მეწარმე დაესწრო. ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას ბინზეს სწავლების და ბიზნესს იდეების განვითარების მეშვეობით და ამ იდეების შემდგომ დაფინანსებით. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინფორმაციო და გაცნობით ხასიათს ატარებდა, მიზნად ისახავდა პროექტის უკეთ გაცნობას მონაწილე ახალგაზრდებთან და შემდგომი გეგმების გაზიარებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება ჩართულ მხარეებთან ერთად. 


ახალი პროექტის მიხედვით, კონკურსის შესარჩევი ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტსა და თბილისში ჩატარდა. თითოეულში დაგეგმილი იყო მხოლოდ 10 საუკეთესო აპლიკანტის შერჩევა მათთვის საგანგებოდ შექმნილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკანტების რაოდენობამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოლოდინს გადააჭარბა, მათა რიცხვმა 630-ს გადააჭარბა, ყევლაზე მეტი აპლიკაცია თბილისში (197 განაცხადი ) შემოვიდა, ამიტომ მონაწილეთა და კონკურსანტთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, 10-ის ნაცვლად თბილისში 33 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. სწორედ მათ გააცნეს 26 აპრილს მომავალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ორგანიზატორებმა. მსგავსი ტიპის შეხვედრები შერჩეულ ახალგაზრდებთან საქართველოს 20-ვე მუნიციპალიტეტში შედგება, რის შემდეგაც უკვე იწყება 3 თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსები ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 
ინფორმაცია პროექტის შესახებ: 
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘'კრისტალის'' მიერ, ორგანიზაცია 'PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘'კრისტალთან" თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.

 

 

 

წაკითხულია: 4731