კომპანია „ბელჰაუსი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საქმე ეხება სოფელ მლეთასთან გაჩენილ ხანძარს. სატვირთო ავტომობილს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, კომპანია „ბელჰაუსის“ ავეჯი გადაჰქონდა. "ბელჰაუსის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტვირთი სრულად იყო დაზღვეული და კომპანიის მომხმარებლებს შეკვეთების მიღება მხოლოდ რამდენიმე დღით დაუგვიანდებათ.