ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/10/2016
„ბერნეისის პიარ კოლეჯში“ ახალი სეზონი დაიწყო!
„ბერნეისის პიარ კოლეჯმა“ ახალი სეზონი განსხვავებული გარემოთი და ახალი კურსებით დაიწყო.
ლისის ტბის მიმდებარედ თანამედროვე სასწავლო გარემო, კაფე და გარე სივრცე მონაწილეებისთვის სწავლების განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. უცხოელი და ქართველი ტრენერები, ამერიკული სასწავლო პროგრამები და მსენელებზე მორგებული პრაქტიკული კურსები კი გარანტირებულ ხარისხს გპირდებათ.
კოლეჯის მთავარი მიდგომა ინტენსიური კურსები და პრაქტიკულობაა.
კურსების განსხვავებულობაზე საუბრობს კოლეჯის დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი და მთავარ პრიორიტეტად ინტერაქტიულ მიდგომებს და შედეგებზე ორიენტირებულობას ასახელებს.
„წინა სეზონი მასტერკლასებით დავხურეთ და ჩვენი მონაწილეების სურვილების გათვალისწინებით, ახალი სეზონისთვის ახალი პროგრამები შევიმუშავეთ. პროგრამის მთავარი მიგნება მოკლე კურსებია, თითოეული კურსი კონკრეტულ ერთ თემას ეთმობა და მაქსიმალურად პრაქტიკული აქტივობებით არის დატვირთული. ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ მონაწილემ თეორიის ნაცვლად, პრაქტიკული ცოდნა მიიღოს, რომელსაც კურსის დასრულებისთანავე გამოიყენებს.“ - ელდარ პირმისაშვილი.
ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია მინდინარეობს სამკვირიან პრაქტიკულ პიარისა და რეპუტაციის მართვის კურსზე. კურსების აღწერას და სარეგისტრაციო ფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ პიარ კოლეჯის Facebook გვერდზე:http://bit.ly/2d1knfQ
ორგანიზაციის შესახებ
ბერნეისის პიარ კოლეჯის მთავარ უპირატესობებად შემდეგი ფაქტორები განიხილება:
• 11 წლიანი გამოცდილება პიარის სწავლების სფეროში;
• მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ტრენერთა გუნდი;
• სწავლების ახალი მეთოდები;
• განსხვავებული პროგრამა;
• ედვარდ ბერნეისის მიდგომების დანერგვა.
წაკითხულია: 5210