18 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
skukava@agh.ge
+995 32 2424 181
+995 577 155 150
+995 32 2998 112
www.agh.ge
სს „ბია" მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირების ეფექტურ საშუალებას - „იმეილ მარკეტინგს" სთავაზობს. „ბიზნეს კატალოგის" უპირველესი მიზანია მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება და პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობა. Bcat.ge-ს ახალი ფუნქცია - იმეილ მარკეტინგი კი ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. „ბია" არ ასხვისებს ელექტრონულ მისამართებს, ის გასწევს მომსახურებას - ეხმარება მომხმარებელს მორგებული გზავნილის შექმნაში, სამიზნე სეგმენტის შერჩევასა და ადრესატამდე მიწოდებაში. გზავნილის მოცულობა, დოკუმენტის თანდართვის ფუნქციის წყალობით, შეუზღუდავია, პერსონიფიცირებული შეტყობინება კი გაცილებით ამარტივებს პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობას. Bcat.ge-ს „იმეილ მარკეტინგის" მომსახურება ითვალისწინებს შემდგომ მონიტორინგსაც, რაც გულისხმობს დამკვეთისათვის შეტყობინების სტატუსთან დაკავშირებული შემაჯამებელი სტატისტიკის მიწოდებას.
„იმეილ მარკეტინგი" „ბიზნეს კატალოგში" არსებული ნებისმიერი საძიებო კრიტერიუმით შერჩეულ სეგმენტთან ელექტრონული ფოსტით სასურველი შეთავაზების დაგზავნას გულისხმობს, რაც გზავნილის ეფექტურობის გარანტია. მაგ; კომპანიები, რომელთა ბრუნვა აღემატება 2მლნ-ს; ჰყავთ 50-ზე მეტი დასაქმებული; ახორციელებენ იმპორტ-ექსპორტს ან ჰყავთ უცხოელი პარტნიორები. ასევე, შესაძლებელია დასაქმებულთა სეგმენტაცია სქესის, რგოლისა და დეპარტამენტის მიხედვით და სხვ.
ამასთან, ამ ფუნქციის საშუალებით, „ბია" ახსენებს კომპანიების უფლებამოსილ პირებს, უზრუნველყონ საკუთარი კომპანიების პროფილების განახლება www.Bcat.ge-ზე, სანაცვლოდ კი, თოფ მენეჯერები და Bcat.ge-ს გამომწერები კვარტალში ერთხელ მიიღებენ სტატისტიკურ მონაცემებს ქართულ ბიზნესზე, Bcat.ge-ზე დაყრდნობით.
„იმეილ მარკეტინგის" წყაროა „ბიზნეს კატალოგი" (www.bcat.ge) - საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ერთადერთი ყველაზე დიდი და მუდმივად განახლებადი ბიზნეს ინფორმაციის ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 15 000-ზე მეტ ფუნქციონირებად კომპანიას აერთიანებს და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. თითოეული კომპანიის შესახებ განთავსებული 40-ზე მეტი საინფორმაციო კრიტერიუმის საშუალებით, ნებისმიერ დარგში მოღვაწე ბიზნესმენი Bcat.ge-ზე იპოვის მისთვის სასარგებლო ინფორმაციას.
„ბიზნეს კატალოგში" წარმოდგენილი ინფორმაცია კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული და თავად კომპანიის ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირების მიერაა დადასტურებული.