პროექტს „VOISA“-ს მიზანია, საქართველო მსოფლიოს გააცნოს და გახდეს ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი. „VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროექტი საკუთარი ამერიკული All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“.