7 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ლონდონში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის (WTM) ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის სექტორზე პასუხისმგებელი მინისტრების სამიტი გაიმართა. აღნიშნულ სამიტზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა სიტყვით გამოვიდა, მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციები და ბოლო დროს ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
თავის მოხსენებაში გიორგი სიგუამ ასევე ისაუბრა სოციალური მედიის როლსა და მნიშვნელობაზე „აბრეშუმის გზის" პოპულარიზაციაში.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს , საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია UNWTO-სთან თანამშრომლობა, რადგან ხსენებული რანგის სამიტებში მონაწილეობა კარგ პლათფორმას წარმოადგენს ქვეყნის მიღწევების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
„ამ კუთხით გამოვყოფდი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ წლიურ გამოცემას: UNWTO Tourism Highlight-ში საქართველოს მოხვედრას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით, რადგან ხსენებული გამოცემები მეტად სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში"- განაცხადა გიორგი სიგუამ.
ტურიზმის მინისტერიალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ გახსნა. სამიტის ფარგლებში ტალებ რიფაი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სიგუას შეხვდა, მათ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე (UNWTO World Tourism Barometer) ისაუბრეს, სადაც საქართველოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა არის შეფასებული, როგორც ევროპაში ყველაზე მაღ
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, ზიმბაბვესა და ზამბიაში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-20 გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდა საქართველოს მეორე ვადით არჩევა ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ. საქართველო 2011 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სტატისტიკისა და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრი.