ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„გაიზიარე ბრიტანული გამოცდილება“
05/03/2015

პრეს რელიზი

5 მარტი, 2015,
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

„გაიზიარე ბრიტანული გამოცდილება"

2015 წლის 6 მარტს ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის მიერ პროექტის „გაიზიარე ბრიტანული გამოცდილება" ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ინიციატივის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე აგრეთვე დაგეგმილია თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. პრეზენტაცია ჩატარდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში. 

ღონისძიების მთავარი მიზანია დამსწრე საზოგადოებისთვის დიდი ბრიტანეთის ერთერთი წარმყვანი სასწავლო/საგანმანათლებლო სასწავლებლის - ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის ინიციატივის წარდგენა, რომლის საქართველოში განხორციელება ერთობლივად დაიგეგმა ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის პროექტის „გაიზიარე ბრიტანეთის გამოცდილება" ეგიდით. 
ამ ინიციატივის ფარგლებში, ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა შესთავაზებს მსურველებს ექსკლუზიურ მოკლევადიან (ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან 3 კვირამდე) სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამებს: ციფრული მარკეტინგი და საზოგადოებრივი მედია; ფინანსების მართვა და ანალიზი; პროექტების მართვა; ენერგორესურსების ეფექტური მართვა; მრავალი სხვა, არსებულ მოთხოვნებზე მორგებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა.
  
აღნიშნული სასწავლო პროგრამების ჩატარება იგეგმება საქართველოში, კერძოდ თბილისში. სასწავლო პროგრამა წარმოდგენილი იქნება სრული მოცულობით და დატვირთვით, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს მიეცემათ საშუალება ქვეყნიდან გაუსვლელად ისარგებლონ ამ უნიკალური შესაძლებლობით და პროგრამის წარმატებით დასრულებისას მიიღონ შესაბამის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები და პროგრამაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირები.

 

პრეზენტაციას წარადგენს ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის პროგრამების კოორდინატორი, ქ-ნი ნინო პაპუაშვილი. 
ღონისძიებას დაესწრება საპატიო სტუმარი - ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, ბატონი ჯონატან პოლ გედესი.

 

 

ღონისძიების თარიღი და დრო: 2015 წლის 6 მარტი, 16:30-17:30. 
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი # 150, მესამე სართული, საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზი. 

 

წაკითხულია: 3486