ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„გიორგი სიგუა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა“
29/08/2013
პრესრელიზი

29 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამაზ ვაჩნაძე
595 18 90 15,
t.vachnadze@gnta.ge

„გიორგი სიგუა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა"

ზამბიასა და ზიმბაბვეში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა, სადაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე ტურიზმის შესახებ, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე ღია ცის პოლიტიკასა და საავიაციო თემატიკაზე ისაუბრა. მოხსენების შემდეგ გიორგი სიგუა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის პირისპირ შეხვდა, სადაც საუბარი ბატონ რიფაის საქართველოში შესაძლო ვიზიტს, 2017 წელს გენერალური ასამბლეის მასპინძელ ქვეყანდ საქართველოს კანდიდატურის განხილვას, საქართველოს, როგორც ევროპის კომისიის ვიცე-თავმჯდომარის აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის მუშაობაში და სხვა საკითხებს შეეხო.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი სიგუა აგრეთვე ზამბიის ტურიზმისა და ხელოვნების მინისტრს, სილვია მასებოს, რუსეთის ფედერაციის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე რადკოვს, უკრაინის ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ელენა შაპოვალოვას, თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ოზგურ ოზასლანს, აზერბაიჯანის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს აბულფას გარეავს, ჩეხეთის რეგიონალური განვითარებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს მიქალ იანებას, ერაყის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორს მაჰმუდ ალ-ზუბაიდის ,აზერბაიჯანის ტურიზმისა და კულტურისა და ტურიზმის მოადგილეს აბულფას გარეავს და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებს შეხვდა. გარდა ამისა შეხვედრები გამართა ზამბიის ვიცე პრეზიდენტთან გაი სკოტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვილბურ სიმუსასთანაც. გიორგი სიგუამ შემოთავაზება მიიღო ზამბიის მთავრობისაგან, გახდეს ამ ქვეყნის საპატიო კონსული საქართველოში.

წაკითხულია: 2464

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში