პრეს-რელიზი
16 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
კრეატივისა და რეკლამის მენეჯერი
ტელ: (+995 322) 24 36 73
Email: pr@goodwill.ge
14 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში მოეწყო შეხვედრა მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებთან. სტუდენტებს შეხვდნენ კომპანია „გუდვილის" კრეატივისა და რეკლამის მენეჯერი თეა გოცაძე, კომპანია NCIB-ისა და მის მიერ პიარ მენეჯერებისათვის შექმნილი მრავალფუნქციური ვებ-გვერდის "www.prexchange.ge"-ის პიარ მენეჯერი დიანა ველენგურსკაია და მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას" პიარ მენეჯერი ნუკა ლეჟავა.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამომავლო ერთობლივი პროექტი და შესთავაზეს მათ პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და პრაქტიკის გავლა. სამომავლო პროექტი გულისხმობს პიარ მენეჯერების კლუბის შექმნას, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან საქართველოს წამყვანი და ცნობადი კომპანიების პიარ მენეჯერები. პროექტის ფარგლებში პერიოდულად მოეწყობა უშუალო შეხვედრები და ღონისძიებები პიარ მენეჯერებთან, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას და აზრთა ურთიერთგაცვლას.
სტუდენტების შესარჩევად შეხვედრაზე მათ მარტივი ტესტირებაც ჩაუტარდათ, რათა უკეთ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. მიღებული შედეგების შეჯამების საფუძველზე შეირჩევიან სასურველი კანდიდატები.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეხვედრები ჩატარდება ყველა წამყვან უნივერსიტეტში, პიარის, მედიამენეჯმენტისა და პროექტის მართვის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტებთან. შერჩეული კანდიდატები კი მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული კომპანიებისა და სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილ პროექტში, ხოლო პრაქტიკების დასრულების შემდეგ მიიღებენ საჭირო რეკომენდაციებს.
სამომავლო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაჟღერდება კომპანიების მიერ სპეციალურად მოწყობილ პრეს კონფერენციაზე.