პრესრელიზი
4
ივნისი, 2012 წელი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მზია
შარაშიძე
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.:
+995 32 220 11 22 / Ext.503
მობ.:
+995 577 22 27 27
mzia.sharashidze@redix.ge
„დურუჯის" კულმინაცია ახლოვდება - ნომინანტების „მოკლე ნუსხა" უკვე შედგენილია. ვინ გახდება პრემიის ლაურეატი?
თეატრალური პრემია „დურუჯის" კულმინაცია ახლოვდება - ლაურეატების გამოვლენამდე 10 დღით ადრე კანდიდატების „მოკლე ნუსხა" გამოცხადდება. „მოკლე ნუსხის" შემადგენლობას ორგანიზატორები პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 5 ივნისს, 15:00 საათზე, კომპანია „რედიქსის" ოფისში წარადგენენ, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას #71.
„მოკლე ნუსხა" შედგება პრემიის თითოეული ნომინაციისთვის:
განაცხადების მიღების ვადა 30 აპრილს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 30 განაცხადი.
„როგორც ყოველთვის, „მოკლე ნუსხის" წარდგენას
წელსაც განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან თეატრალური სფეროს წარმომადგენლები; დაძაბულობა
და ინტერესი პიკს აღწევს. ცხარე დისკუსია და
დებატები საბოლოო ლაურეატების გამოვლენამდე, დაჯილდოების ცერემონიამდე გრძელდება -
ფინალური ფარული კენჭისყრა ხომ სწორედ ბოლო დღეს, ოფიციალურ ღონისძიებამდე
რამდენიმე საათით ადრე ტარდება. წარმატებას ვუსურვებ ექვსივე ნომინაციის თითოეულ
კანდიდატს. იმედია, „დურუჯის"
ლაურეატის წოდება დიდი სტიმული და წახალისება იქნება პროდუქტიული შემოქმედებითი
მოღვაწეობის გასაგრძელებლად~ _ აცხადებს `დურუჯისა~ და საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ დამფუძნებელი ბატონი ლაშა პაპაშვილი.
„მოლე ნუსხაში"
მოხვედრილი კანდიდატების სია 6 ივნისიდან შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.redix.ge, www.24saati.ge, www.fortuna.ge და გაზეთში `24 საათი".
თეატრალური პრემია `დურუჯის~ პარტნიორია კომპანია `რედიქსი~; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია `რუსთავი 2~, გაზეთი `24 საათი~, რადიო `ფორტუნა~; მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბანკი „რესპუბლიკა", `ჯეოსელი~, ველნესცენტრი „კლუბი
71", გამომცემლობა „დიოგენე", საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა", GD ALCO, `ისი-პარი~, `ფრეზია~, `ირაკლი წულაძე ქანდაკება~, „თელავის ღვინის
მარანი".
„დურუჯის
დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა" და კომპანია „რედიქსის" ინიციატივით
უკვე მეოთხედ იმართება. წელს პრემიის ლაურეატების ვინაობა 16 ივნისს, თბილისში, სიმონ
ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაირკვევა.
###