„თბილისის „არტ ჰოლიდან“ მივიღეთ მოწვევა, რომ აქ გამეკეთებინა სოლო კონცერტი. ამ დღეს სპეციალური სტუმარი სოფო ნიჟარაძე გვეყოლება, რომელიც იმღერებს კონცერტზე და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება. აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე გამიწევს, გიტარაზე თავად დავუკრავ და ვიმღერებ. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო და კარგი კონცერტი გამოვა, სადაც გაჟღერდება ყველა ის სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარს მსმენელს“, - განაცხადა გიგი ადამაშვილმა.