27 ნოემბერი
საკონტაქტო პირი:
ტატიანა გვენეტაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო"
ჩაჩავას 1 , თბილისი, ტელ.: +995 322 10 44 44,
მობ.: +995 599 56 03 42,
ელ.ფოსტა: t.gvenetadze@tch.ge
თბილისი, 27 ნოემბერი, 2014 წელი - „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო"-ს ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების და უახლესი აპარატურით დაკომპლექტებული ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა, რომელსაც წამყვანი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცენტრი საქართველოს ბანკმა დააფინანსა. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.
ნეიროქირურგიული ცენტრი გათვლილია 42 საწოლზე და აღჭურვილია ახალი Тоshiba-ს წარმოების 16 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, ასევე GE-ს წარმოების ოპტიკური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ჩატარდეს პაციენტების ყველა სახის თანამედროვე ნევროლოგიური დიაგნოსტიკა.
პირველად მთელ ამიერკავკასიაში, ცენტრმა შეიძინა და დანერგა Medtronics-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა რისი მეშვეობითაც კლინიკას შესაძლებლობა მიეცა აწარმოოს ინტრაოპერაციული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული სტრუქტურების ინტრაოპერაციული დაზიანება და შევამციროთ ინვალიდიზაციის ხარისხი.
აგრეთვე აღსანიშნავია ცენტრის უნიკალური ნეირორეანიმაციული მკურნალობა, სადაც თითოეული რეანიმაციული პაციენტისთვის განკუთვნილია ბოქსირებული პალატა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიდაჰოსპიტალური ინფექციის განვითარების საშიშროებას, რისი რისკიც ძალიან დიდია ნევროლოგიური ავადმყოფების შემთხვევაში.
"ჩვენთან დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა ყველა იმ შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტმა მიიღოს სრულყოფილი ნეიროქირურგიული მომსახურება და ოპერაციამ და ოპერაციის შემდგომმა მკურნალობა ჩაიაროს ზედმეტი გართულებების გარეშე", - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა სანდრო თევდორაძემ.