ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსის“ ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მრბოლელმა პირველობა არავის დაუთმო
10/12/2012

 
პრესრელიზი

10 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

„თეგეტა მოტორსის" ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მრბოლელმა პირველობა  არავის დაუთმო

გასულ კვირას, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდა კიდევ ერთი შეჯიბრი მოყვარულთა შორის წყვილთა რბოლაში. შეჯიბრი მთელი დღის განმვალობაში მიმდინარეობდა და კატეგორიაში „წინა წამყვანი თვლები" პირველი ადგილი „თეგეტა მოტორსის" ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მრბოლელმა, 17 წლის შაკო ციხელაშვილმა დაიკავა.

აღნიშნულ კლასში მონაწილეობას იღებდა 22 მრბოლელი, თუმცა დაძაბული ბრძოლის შემდეგ ახალგაზრდა მრბოლელმა პირველობა არავის დაუთმო. შაკო ციხელაშვილი მომავალშიც დაიცავს „თეგეტა მოტორსის" ღირსებას ავტო სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

 

წაკითხულია: 2055