პრესრელიზი
11ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
„თეგეტა მოტორსის" გუნდის სახელით მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა რუსთავის ავტოდრომზე გამართული ავტორბოლაში ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა
2012 წლის 7, 8 და 9 ივნისს ქ. რუსთავში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი წრიულ რბოლაში.
"თეგეტა მოტორსის" სახელით რბოლაში მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა, შეჯიბრში მონაწილეობა GT კლასში მიიღო. მან 7 ივნისის ოფიციალურ ვარჯიშზე საუკეთესო დრო აჩვენა, 8 ივნისს ჩატარებულ საკვალიფიკაციო
რბოლაში მეორე ადგილი, ხოლო იმავე დღეს
გამართულ მცირე შეჯიბრში ძარიან ავტომობილებს შორის ტრასის რეკორდი დაამყარა (დრო:
1.58.01). 9 ივნისს ჩატარებულ
საკვალიფიკაციო რბოლაში ზურა ბეჟაშვილმა პირველი ადგილი, ხოლო საბოლოო შეჯიბრში, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო რბოლის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპი წრიულ რბოლაში შემდეგ კლასებში გაიმართა: Formula Alfa, Legends, GT,
Touring. ავტორბოლებში სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველი და მეორე ეტაპების შედეგებით, ამ დროისთვის, „თეგეტა
მოტორსის" გუნდი ლიდერობს. მესამე ეტაპი ივლისში გაიმართება.
ცნობისთვის, ზურა ბეჟაშვილი საქართველოს 16-გზის ჩემპიონია ავტორბოლის სხვადასხვა სახეობებში. ასევე, რუსთავის ავტოდრომის 9-გზის რეკორდსმენი და რალიში სამგზის ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პრიზიორი გახლავთ.