ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსი“ სავაჭრო პარტნიორების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას მართავს
14/02/2013
 

პრესრელიზი

14 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
599474854

„თეგეტა მოტორსი"  სავაჭრო პარტნიორების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას მართავს

„2012 წლის საუკეთესო დილერი" და გრანდიოზული სიურპრიზი, რომელსაც კომპანია პარტნიორებს უმზადებს

15 თებერვალს 19:00 საათზე „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისის სერვის ცენტრში მოეწყობა კომპანიის მიერ სავაჭრო პარტნიორების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან წლის წარმატებული სავაჭრო პარტნიორები.
2012 წლის საუკეთესო დილერის ნომინაციაში გამარჯვებულს კი კომპანია გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებს.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონიალი „თეგეტა მოტორსში" ყოველწლიურად იმართება. ამჯერად კომპანიის 70-მდე სავაჭრო პარტნიორს გადაეცემა სერტიფიკატები, ჯილდო სოლიდური ფულადი პრემიის სახით და სხვა საჩუქრები კომპანიისგან.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან „თეგეტა მოტორსის" სავაჭრო პარტნიორები შემდეგ ნომინაციებში: 2012 წლის საუკეთესო დილერი, „თეგეტა მოტორსის" ყველაზე ლოიალური დილერი. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: საბურავების საუკეთესო გაყიდვები, საავტომობილო ზეთების  საუკეთესო გაყიდვები, აკუმულატორების  საუკეთესო გაყიდვები და სხვა.

კომპანიის ტრადიციული ღონისძიება მიმართულია „თეგეტა მოტორსის" საბითუმო სავაჭრო ქსელის შემდგომი განვითარებისკენ. დღესდღეობით კომპანიას 700-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით. „თეგეტა მოტორსი" აგრძელებს მუდმივ ზრუნვას სავაჭრო პარტნიორების ლოიალობის შემდგომი ზრდისთვის და 2013 წლიდან დილერებს მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ბრენდების ასორტიმენტის გაფართოებაზე და მრავალმხრივ სარეკლამო მხარდაჭერაზე.  ასევე, მერჩენდაიზინგის სტანდარტებსა და გაყიდვების უნარებზე.

„თეგეტა მოტორსი" მომავალშიც განაგრძობს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის შემდგომი გაფართოვება და მეტი ადამიანის დასაქმება.

წაკითხულია: 2276