პრესრელიზი
25 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
„თეგეტა მოტორსი" სპორტული ფესტივალის გამარჯვებული გახდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 ივნისი, 2012 -24 ივნისს ქ. თბილისის მერიისა და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში არსებულ ორგანიზაციებს შორის სპორტული ფესტივალი ჩატარდა.
„თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებმა გამარჯვება სპორტის ყველაზე მეტ სახეობაში მოიპოვეს, და, საბოლოოდ, ფესტივალის გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი" გახდა.
სპორტულ ფესტივალში მონაწილეობას შემდეგი კომპანიის გუნდები იღებდნენ: „თეგეტა მოტორსი", „რუსთავი 2", „რადიო იმედი", „ასტრა პარკი", „ლუტეცია", „პოპული" „ახალი ქსელები", „ავერსი", „ჯი პი სი" და გაზეთი „მსოფლიო სპორტი".
ტურნირი სპორტის შემდეგ სახეობებში მიმდინარეობდა: ჭადრაკი, ცურვა, კალათბურთი, მიზანში სროლა, ბილიარდი და კარტინგი.
ბილიარდში, ჭადრაკში, კარტინგებსა და ცურვაში კომპანიის თანამშრომლებმა პირველობა არავის დაუთმეს.
გამარჯვებულები ოქროს მედლებით, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.