პრესრელიზი
26 დეკემბერი, 2012
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
„თეგეტა მოტორსი" - წლის კომპანია
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ ორგანიზებულ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე "თეგეტა მოტორსი" "წლის კომპანიად" დასახელდა. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2786-მა რესპოდენტმა მიიღო.
"გასული წელი კომპანიისთვის ყველა პარამეტრით - იქნება ეს ფინანსური მაჩვენებელი, საბაზრო პოზიციის გაძლიერება, ორგანიზაციული განვითარება, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, სერვის-ცენტრების ქსელის გაფართოება, კადრების რიცხოვნობის და პროფესიული ზრდა თუ სხვა მიმართულება - ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო," - ამბობს "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
2012 წელს "თეგეტა მოტორსის" ზრდამ წინა წელთან შედარებით 20%-ი შეადგინა. აღსანიშნავია რომ ზრდა იყო გაყიდვების ყველა არხის მიმართულებით. თუმცა მნიშვნელოვანი წილი მოდის საცალო გაყიდვების მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის მხრიდან კომპანიის მიმართ ლოიალობას. 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ნაწილების მიმართულებით, სადაც ზრდა გასულ წელთან მიმართებაში თითქმის გაორმაგდა. სატვირთო ავტომობილების მიმართულებით ზრდა, განპირობებული იყო ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროცესებით (30% ზრდა). დიდი ზრდა დაფიქსირდა ასევე მიკროავტობუსების მიმართულებითაც, ამ სეგმენტში კომპანიას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
2012 წელს შელის საავტომობილო ზეთის გაყიდვებმა გადააჭარბა მილიონ ლიტრს. წელსვე კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანია „მოტულთან", რის მიხედვითაც გახდა მოტულის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. 2012 წლის დასაწყისში „თეგეტა მოტორსი" „მიშლენის" ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. „მიშლენის", როგორც პრემიუმ ბრენდის შემოსვლა მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართული ბაზრისთვის. ზრდა დაფიქსირდა აკუმულატორების მიმართულებითაც. მომხმარებლის მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილებისთვის კომპანიამ 2 ახალი ბრენდი შემოიტანა „იქსაიდი" და უკვდავი აკუმულატორები „ოპტიმა", რომელიც განსაკუთრებით უყვართ ოფროუდის მოყვარულებს.
2012 წელს Groupauto-ში გაწევრიანებით „თეგეტა მოტორსმა" ავტო-სათადარიგო ნაწილების მიმართულებით ოპტიმალური გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სამომავლო გამოწვევებისათვის საიმედოდ აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ საქონლისა და სერვისის ხარისხს ჯგუფში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, „თეგეტა მოტორსი" კი მუდამ ხარსხზეა ორიენტირებული.
2012 წლის ბოლოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 წლის ისტორიის მქონე ავსტრიული კომპანია Gebruder Weiss-ის პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოში, რომლის ანალოგი არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში, ქვეყანას სტრატეგიული ცენტრის მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „თეგეტა მოტორსი" საქართველოს ავტო სექტორის ლოგისტიკურ ფუნქციაში თავის წვლილს შეიტანს," - ამბობს მშვილდაძე.
2012 წელს კომპანიამ გახსნა 2 ახალი ფილიალი ქუთაისსა და თელავში და დღეისთვის საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის" უკვე 18 ფილიალია.
რამოდენიმე დღის წინ კი ერევანში განხორციელდა ქართველ და სომეხ პარტნიორებს შორის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი - "თეგეტა მოტორსმა" სომხეთში პირველი მულტიბრენდული სერვის-ცენტრი და "ფლეშ თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი გაიხსნა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, "ქართული ბრენდი ქვეყნის მასშტაბებს უკვე გასცდა და მომავალში სურს, იმავე წარმატებით ამიერკავკასიის ბაზარზე იყოს წარმოდგენილი".
"17-წლიანი გამოცდილება და "ნოუ-ჰაუ", რომელიც მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად შეიქმნა, სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა და დღეიდან უკვე სომხეთის ავტომფლობელებსაც შეეძლებათ ისარგებლონ ევროპული დონის სერვისითა და მსოფლიოს პრემიუმ ბრენდების პროდუქციით, რომელიც "თეგეტას" საქართველოს სერვის-ცენტრებშია დანერგილი. მომსახურების მაღალი დონე, პრემიუმ ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დასავლური სტანდარტების მქონე თანამედროვე აღჭურვილობა "ფლეშ თეგეტა მოტორსის" ავტო სერვის-ცენტრს სომხეთის ბაზარზე გამორჩეულს გახდის", - აცხადებენ კომპანიაში.
მიმდინარე წელი მომხმარებლებისთვის სიახლეების წელი იყო, მთელი წლის მანძილზე „თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს უამრავ აქციას, ფასდაკლების კამპანიასა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს სთავაზობდა როგორც საცალო, ისე საბითუმო და კორპორატიულ მომხმარებლებს.
საერთო ჯამში 2012 წელს თეგეტა მოტორსმა 100-მდე ადამიანი დაასაქმა. დღეს კომპანიას 900-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული.