პრესრელიზი
21 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
„თეგეტა მოტორსმა" მრავალფუნქციური სერვისცენტრი უკვე სომხეთში გახსნა
18 დეკემბერს, ქ. ერევანში „თეგეტა მოტორსმა" სომხეთში პირველი მულტიბრენდული სერვისცენტრი და „ფლეშ თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისი გახსნა. ქართული ბრენდი უკვე გასცდა ქვეყნის მასშტაბებს და მომავალში სურს იმავე წარმატებით იყოს წარმოდგენილი ამიერკავკასიის ბაზარზე.
17 წლიანი გამოცდილება და „ნოუ-ჰაუ," რომელიც მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად შეიქმნა, სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა და დღეიდან უკვე სომხეთის ავტომფლობელებსაც შეეძლებათ ისარგებლონ სერვისით, რომელიც „თეგეტას" საქართველოს სერვისცენტრებშია დანერგილი.
მომსახურების მაღალი დონე, პრემიუმ ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დასავლური სტანდარტების მქონე თანამედროვე აღჭურვილობა „ფლეშ თეგეტა მოტორსის" ავტო სერვის ცენტრს სომხეთის ბაზარზე გამორჩეულს გახდის.
გახსნისთვის მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსი, ქვეყანაში წამყვანი ბიზნეს კომპანიების პირველი პირები, „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტი საქართველოდან და მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც კომპანია უკვე წლების მანძილზე წარმატებით თანამშრომლობს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა გახსნის ცერემონიალისთვის მიძღვნილი საზეიმო ნაწილი უკვე სპეციალური შოუ პროგამითა და ფურშეტით. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრად ჩასულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სომხეთის ღირშესანიშნაობები.
„არასოდეს გაჩერდე მიღწეულზე და არ შეგიპყროს თვითკმაყოფილებამ" - ეს ის პრინციპია, რომლითაც „თეგეტა მოტორსში" მუშაობენ. ახალი ამოცანების დასახვა, ახალი პროექტების წამოწყება და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება კომპანიისთვის მუდმივი მუშა პროცესია, რაც განაპირობებს მის წარმატებას. კომპანია მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, „თეგეტა მოტორსი" დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.
"გასული წელი კომპანიისთვის ყველა პარამეტრით - იქნება ეს ფინანსური მაჩვენებელი, საბაზრო პოზიციის გაძლიერება, ორგანიზაციული განვითარება, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, სერვის-ცენტრების ქსელის გაფართოება, კადრების რიცხოვნობის და პროფესიული ზრდა თუ სხვა მიმართულება - ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო და კომპანიაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ 2013 წელი ბევრად წარმატებული იქნება.