ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა ქარდი“ - პირველი ლოიალურობის ბარათი ავტომობილის მფლობელებისთვის
23/09/2013

პრესრელიზი

23 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54

„თეგეტა ქარდი" - პირველი ლოიალურობის ბარათი ავტომობილის მფლობელებისთვის

„თეგეტა მოტორსმა" მომხმარებელს ახალი ბარათები შესთავაზა. თეგეტა ქარდ კლასიკი, სილვერი და გოლდი ქართულ ბაზარზე პირველი ლოიალურობის ბარათებია ავტომობილის მფლობელებისთვის.

თეგეტა ქარდის მფლობელებს კომპანიისგან სხვადასხვა უპირატესობები ექნებათ: ქულების დაგროვება და დახარჯვის უამრავი შესაძლებლობა, ფასდაკლებები, სპეციალური აქციები და საქართველოში პირველი ონლაინ მომსახურება - „ჩემი ავტომობილის ისტორია" - მომხმარებლის პერსონალური კონფიდენციალური გვერდი ვებ საიტზე, სადაც აისახება „თეგეტა მოტორსში" ავტომობილის მოვლისა და ავტომობილზე გაწეული დანახარჯების ისტორია.

თეგეტა ქარდები გაიცემა „თეგეტა მოტორსის" ყველა ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერის ან აღრიცხვის ოპერატორის მიერ. ბარათების ახალი სისტემა მარტივი და კომფორტულია. თითოეული შენაძენით მომხმარებელს უფრო და უფრო მომგებიანი პირობების მიღება შეეძლება.

"ჩემი ავტომობილის ისტორია" ახალი ონლაინ მომსახურებაა, რომელიც მხოლოდ თეგეტა ქარდის მფლობელთათვისაა განკუთვნილი. წვდომა ინოვაციურ მომსახურებაზე თეგეტა ქარდის მფლობელებს უახლოეს მომავალში ჩაერთვებათ. აღნიშნული ვებ გვერდის მეშვებით ავტომობილის მფლობელებს გაწეული დანახარჯების ანალიზის, ავტომობილის მოვლისთვის აუცილებელი რეკომენდაციებისა და შეხსენებების მიღების საშუალება ექნებათ.

თეგეტა ქარდ კლასიკის აღება შუძლია „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ მომხმარებელს. თეგეტა ქარდ სილვერის აღება შეეძლებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც "თეგეტა მოტორსში" პროდუქტების/სერვისების შეძენისას დარეგისტრირების დღიდან დააგროვებენ 1,000 ლარს ან მეტს. თეგეტა ქარდ გოლდი აღება შეეძლებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც „თეგეტა მოტორსში" პროდუქტების/სერვისების შეძენისას დააგროვებენ 3,500 ლარს ან მეტს.

აღსანიშნავია, რომ ქულების დაგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თეგეტა ქარდის (კლასიკი, სილვერი, გოლდი) მფლობელებისთვის, მათი გამოყენება კი „თეგეტა მოტორსში" პროდუქტის ან მომსახურების შეძენის მიზნით, ასევე, კომპანიის მიერ გამოცხადებული სპეციალური აქციების დროს. „თეგეტა მოტორსში" ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენისას გადახდილი 1 ლარით მომხმარებელი აგროვებს 1 ქულას. თეგეტა ქარდზე დაგროვილი ქულების გახარჯვა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი თავად გადაწყვეტს.

თეგეტა ქარდ სილვერის მფლობელები ისარგებლებენ 5%-მდე, ხოლო თეგეტა ქარდ გოლდის მფლობელები - 10%-მდე ფასდაკლებით. ძველი ოქროს და ვერცხლის ბარათების მფლობელები მიიღებენ იგივე სტატუსის მქონე ახალ თეგეტა ქარდს. ახალი თეგეტა ქარდის მისაღებად აუცილებელია, რომ ძველი ოქროს და ვერცხლის ბარათების მფლობელებმა წარმოადგინონ ძველი ბარათის რომელიმე ნატეხი. ძველი ოქროს და ვერცხლის ბარათის მფლობელებს მათ მიერ ძველი ბართის აღების დღიდან დაგროვილი ბრუნვები შეუნარჩუნდებათ.

წაკითხულია: 2388