ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები“
27/10/2014
პრესრელიზი
27 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
საქართველოს მოსამართლეთა ერთობა
unityofjudges@gmail.com

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები"

ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ დოკუმენტი გამოსცა, რომელშიც მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათი გამოსწორების გზებია გაწერილი.

„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობა'' 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სხდომებს დაესწრნენ, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში ჩატარდა. ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს საქმიანობისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების გაანალიზებას აუცილებლად მიიჩნევს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ანალიზის მიზანია იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების წარმოჩენა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პროცესში არსებობს. ასევე, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება პრობლემების გადასაწყვეტად. ეს ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების გაძლიერებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად არსებობას.

აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთ ამოცანას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიდა მარეგულირებელი აქტების, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის აღწერა წარმოადგენს. ამას გარდა, გამოკვეთილია პრაქტიკაში არსებული ძირითადი ტენდენციები. მასში წარმოჩენილია საბჭოს საქმიანობაში არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები. დოკუმენტში ასევე აღწერილია ორგანიზაციის მიერ დანახული რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი და ამის პარალელურად შემოთავაზებულია ხარვეზების აღმოფხვრის გზები.

 

 

წაკითხულია: 3580