ღონისძიებას გახსნის:
ქ-ნი ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG), აღმასრულებელი დირექტორი;
ქ-ნი ნინო ბერძული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოადგილე;
ბ-ნი არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში;
ბ-ნი რუდოლფ მიხალკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. ის განიხილება როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მექანიზმი. CSR საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად განვითარებადი კონცეფციაა. შრომითი უფლებების დაცვა CSR ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ შრომით უფლებებს ეხება, ერთ-ერთ მძლავრ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად.