ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„კრიოაბლაციის შემდეგ აღარაფერი მაწუხებს, უკვე ვარჯიშიც შემიძლია“ - ცხოვრება ჯანმრთელი გულით
ერთ წელზე მეტია საქართველოში კრიოაბლაციის უნიკალური ოპერაციები დაინერგა. კრიოაბლაცია გულის ყველაზე გავრცელებული არითმიის -წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ერთ-ერთ ეფექტურ და საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა მსოფლიოში, რეგიონის მასშტაბით კი მხოლოდ საქართველოში ტარდება.

ამ ეტაპზე კრიოაბლაციით უკვე 200-მა პაციენტმა ისარგებლა საქართველოში. 38 წლის გიორგი ბაქაქური ერთერთია მათგან, ვინც არითმიის პრობლემა დაძლია და დღეს ჯანმრთელი გულით აგრძელებს ცხოვრებას.

პირველი ჩივილი გიორგიმ სამსახურში იგრძნო, გულის ცემის რიტმი მოულოდნელად დაირღვა, აჩქარდა პულსიც.
„მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. დაახლოებით ორი კვირის თავზე უფრო ძლიერად გამეორდა. გული ამიჩქარდა, ცივმა ოფლმა დამასხა, თითქოს სუნთქვა შემიჩერდა. ვცდილობდი ჰაერი ჩამესუნთქა, მაგრამ არ გამომდიოდა, ამ ყველაფერმა ნახევარ წუთს გასტანა, თუმცა, იმდენად უსიამოვნო შეგრძნება იყო, ამჯერად უკვე ექიმს მივმართე,“- ამბობს გიორგი ბაქაქური.

ექიმთან მისვლის შემდეგ არითმია დადგინდა. რამდენჯერმე ჩაიტარა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, დასრულების შემდეგ ჩივილები კვლავ თავს ახსენებდნენ.

„ამ დროის განმავლობაში ექიმების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და მივამართე გიორგი პაპიაშვილს. მან მითხრა, რომ ან უნდა ჩამეტარებინა კრიოაბლაცია, ან დარჩენილი ცხოვრება მედიკამენტებით მკურნალობის ქვეშ ვყოფილიყავი. ოპერაცია ვამჯობინე,“- ამბობს გიორგი ბაქაქური.
კრიოაბლაცია გიორგი ბაქაქურმა დაახლოებით 4 თვის წინ გაიკეთა, ჩაიტარა მედიკამენტებით მკურნალობის 3 თვიანი კურსიც. ერთი თვეზე მეტია წამლები არ მიუღია, თუმცა, როგორც ამბობს, აღარც ჩივილები აწუხებს და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. ოპერაციიდან 4 თვის თავზე გიორგი ბაქაქური უარს არც ფიზიკურ დატვითვაზე ამბობს (ექიმის ნებართვით), სამსახურის მერე ვარჯიშობს და ცდილობს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიოს.

გიორგი ბაქაქურს კრიოაბლაცია კერძო დაზღვევამ დაუფინანსა. თუმცა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, პაციენტებისთვის ოპერაციის ღირებულების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს. კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე კლინიკა სთავაზობს პაციენტებს. ესენია ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა ჰელსიკორი და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო.
კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.

პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება.
ორგანიზაციის შესახებ
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.

კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგი ჩხოლარია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge
წაკითხულია: 3766