მრგვალი მაგიდის მეორე რაუნდში, ისევე როგორც პირველ რაუნდში, განათლების სფეროში მოღვაწე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთვება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხედვა და წინადადება შეხვედრაზე წარმოადგინონ და ასევე ასახონ იმ ერთობლივ დოკუმენტში, რომელზეც ფონდმა უკვე დაიწყო მუშაობა მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ერთად. პროექტის შედეგად, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.