ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“-ს ფარგლებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიება
11/06/2012


პრესრელიზი

10 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სამოქალაქო განვითარების სააგნეტო
ზვიად დევდარიანი
577 46 03 35

„საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები"-ს ფარგლებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიება

2012 წლის 11 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისში, ქავთარაძის #16-ში მდებარე 35-ე საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განვითარების სააგენტო"-ს (CiDA) მიერ, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს და თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექციის მხარდაჭერით გაიმართება  კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების (5 არასრულწლოვანი, 10 დამსწრე)  სპორტული შეჯიბრება (ფეხბურთში) მათ თანატოლებთან, 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების პარალელურად არასრულწლოვნების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში.

სპორტული ღონისძიება ეწყობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები"-ს ფარგლებში.

 გარდა ამ აქტივობისა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ერთი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში ჩართავს რუსთავში მცხოვრებ 50-დან 60-მდე კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობებში, ჩაატარებს ტრენინგებს პიროვნულ განვითარებასა და პროექტების წერაში, ასევე დაგეგმავს სპორტულ ღონისძიებებს და სხვა დამატებით საქმიანობებს.

წაკითხულია: 2150