პრესრელიზი
16 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამაზ ვაჩნაძე
595 18 90 15,
t.vachnadze@gnta.ge
"საქართველო სიცოცხლის ქვეყანა"
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს. ფოტოკონკურსი სახელწოდებით „საქართველო სიცოცხლის ქვეყანა" 3 თვეს გასტანს და ყოველი თვის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება.
პროექტი მიზნად ისახავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფოტობანკის გამდიდრებას და ფოტოგრაფთა წახალისებას.
ყოველი თვე თემატურად იქნება განაწილებული: ოქტომბერი, " ჩემი თვალით დანახული საქართველო", ნოემბერი, ქართველები „ტიპაჟები". დეკემბერი „ზამთარი". კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ადმინისტრაციის ოფიციალურ "Facebook" -ის გვერდზე „Georgia and Travel"-ზე უნდა გამოგზავნონ თავის გადაღებული ერთი ფოტო, რომელიც შემდგომ აიტვირთება ფეისბუქის საკონკურსო ალბომში. გამარჯვებული გახდება იმ ფოტოს ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს და საჩუქრად გადაეცემა საგზური 2 ადამინზე საქართველოს სხვადასხვა კუტოტზე. Rooms Hotel (ყაზბეგი,) Royal Baton ( კახეთი, ყვარელი ) და Marco polo (გუდაური).