24 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
თბილისი, 24 აპრილი, 2014 - „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი", შშმ პირთა მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის პრინციპით დაფინანსების დაწყების შესახებ აცხადებს. ფონდის ახალი ინიციატივის მიზანია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული შშმ ადამიანების აღმოჩენა და მათი ნიჭის განვითარებისა და წარმოჩენის ხელშეწყობა.
„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" ღია კარის პრინციპით დაფინანსების ფარგლებში, ნიჭიერი შშმ პირების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ნებისმიერი ადამიანს შესაძლებლობა აქვს, ნიჭიერი შშმ პირის ისტორია გააზიაროს ფონდის სოციალური პროექტების facebook-ის გვერდზე: სიცოცხლის ხე. შშმ პირის შესახებ მოთხრობილი მოკლე ისტორია უნდა ახდენდეს განსაკუთრებული ნიჭის დემონსტრირებას. ისტორიას გაეცნობიან „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში" და განიხილავენ დაფინანსების შესაძლელობას. დაფინანსება მიმართული იქნება ისტორიაში მოყვანილი ადამიანის ნიჭის წარმოსაჩენად.
ღია კარის პრინციპით პირველი დაფინანსება შედგა 2014 წლის აპრილში. ფონდმა წიგნად გამოსცა, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის 24 წლის მაკა ნათელაურის მოთხრობების პირველი კრებული სახელწოდებით „სინათლის სვეტი". მაკა, რომელსაც შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობის და მეტყველების შესაძლებლობა, საკუთარ მოთხრობებს თავზე მიმაგრებული მოწყობილობის მეშვეობით წერს.
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მაკა ნათელაურის წიგნის მიღება და შშმ ადამიანების ნიჭის ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება. ამისთვის, საკმარისია მომხმარებელი ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, გააკეთოს 5 ლარის შემოწირულობა ანგარიშის ნომერზე: GE07BG0000000798769300GEL და სერვისცენტრშივე მიიღოს საჩუქრად მაკა ნათელაურის წიგნი. შემოწირულობით შემოსული თანხის ნაწილი მიემართება მაკა ნათელაურის მხარდასაჭერად, ნაწილი კი მოხმარდება ნიჭით დაჯილდოებულ სხვა შშმ პირებს. ღია კარის პრინციპით დაფინანსებისთვის, ფონდი ყოველკვარტალურად 15,000 ლარს გამოყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ასევე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, ეწვიეთ www.tree.ge
ნიჭიერი შშმ პირების შესახებ ისტორიების გაზიარებისთვის, ეწვიეთ: facebook.com/სიცოცხლის ხე